2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
როგორც უკვე ცნობილია, 2020 წლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) მთლიანი კარის ცვლილება. ეს ცვლილება უმნიშვნელოვანესია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მთლიანი რაოდენობიდან დღგ-ზე ყველაზე მეტი წილი მოდის.